მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს.
სკოლაში დაწყებითი საფეხურის კათედრის ორგანიზებით მოეწყო ღოისძიება - „ტკბილი შემოდგომა“.
ბავშვებმა შექმნეს ხელნაკეთი წიგნები ლექსებით და ჩანახატებით, მოაწყვეს ფერადი გარემო, პირველკლასელებმა აღწერეს ნაირგვარი მოსავალი. მსმენელებს შესთავაზეს გამოცანები. ამოავლეს ჩურჩხელები და მოუთმენლად ელოდებიან გაშრობას, რათა დააგემოვნონ თავიანთი პირველი ნახელავი.
იხილეთ ფოტოები: