თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და წარმატებით ასპარეზობენ.
5-6 ოქტომბერს ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა ახალგაზრდული ჰაკათონი, რომელშიც მონაწილეობდა 15 სკოლის მოსწავლე ოზურგეთიდან.
ჰაკათონის ბოლოს, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და პროექტი - HydroSavers, რომელიც სხვა რეგიონულ გამარჯვებულებთან ერთად წარდგება NASA-ს ჟიურის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდის წევრია გურიანთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ტოტოჩავა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს გიორგის მორიგი დიდი წარმატებაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულში, ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა პროექტის - BIoChemTechSynergy, პრეზენტაცია. ჟიურის წინაშე წარდგენილი 14 სკოლის ინოვაციურ იდეათა შორის პირველი ადგილი და სერტიფიკატი დაიმსახურა გურიანთის საჯარო სკოლის გუნდმა - „ბიო-ქიმიკოსები“, რომლის შემადგენლობაში იყო გიორგი თანაკლასელებთან ერთად.
სკოლაში, გიორგის ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: