ლაითურის საჯარო სკოლის ეკო და სამოქალაქო კლუბების წევრებმა ადრეული ქორწინების საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია გამართეს
23-10-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლის ეკოკლუბ „მწვანე თაობისა“ და სამოქალაქო კლუბ „თავისუფლების“ წევრებმა სკოლის საშუალო საფეხურის  მოსწავლეებში, ცნობიერების  ამაღლების მიზნით, ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე, პრეზენტაცია ჩაატარეს, რომლის თემა გახლდათ -„ნაადრევი ქორწინება და მისი შედეგები“.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც გამოითქვა სურვილი, რომ შემდეგში მსგავსი თემატიკის შეხვედრაზე მიწვეულნი იქნებიან მოსწავლეთა მშობლები და სკოლის ექიმიც.

„მწვანე თაობის“ კლუბის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი დალი კილაძე გახლავთ. სამოქალაქო კლუბს კი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ცაცა ქვილორია ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203