ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება თავგადასავლებითაა სავსე, განსაკუთრებით კი, პირველკლასელებისთვის, რომლებიც ცოდნის ტაძარში პირველ ნაბიჯებს დგამენ.
პატარებს წიგნიერების დიდ სამყაროში მეგზურობას პედაგოგი ქეთევან ნარსია უწევს და ზრუნავს, რომ მათთვის სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ინიციატივებით იყოს გაჯერებული, მოსწავლეებს ინტერესებს მოარგოს და მათ სწავლის სურვილი გაუღვივოს.
ამჯერად, პატარებმა ანბანის „შემობრძანება“ იზეიმეს - „ეს წიგნი ერის ბურჯია“ და მასთან ყოველი მიახლება დღესასწაულია“, - სწორედ ამ იდეით გაეცნენ „დედა ენას“ და დიდი შემართებით შეუდგნენ ქართული ანბანის შესწავლას.
იების თემატიკაზე შექმნილი დეკორაციები ალამაზებდა საკლასო ოთახს, მოსწავლეებს კი იისფერი რეკვიზიტები ამშვენებდათ - ასეთი იყო პირველკასელებისთვის ანბანთან შეხვედრა და დღე, რომელმაც ემოციების გარეშე არც ერთი მათგანი დატოვა.
იხილეთ ვიდეო: