სენაკის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან.
ახლახან, სკოლაში გაიმართა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი. კონკურსში მონაწილეობდნენ III, IV და V კლასის მოსწავლეები.
III კლასმა წარმოადგინა გუნდები: „მერცხლები“, „არწივები“ და „ლომები“ (კლასის ხელმძღვანელი - ირინა ადამია).
IV კლასიდან იასპარეზეს გუნდებმა: „შევარდენი“ და „ვარსკვლავები“. (კლასის ხელმძღვანელი - ეკატერინე გოგია)
V კლასს წარმოადგენდნენ გუნდები: „კოლხიდა“ და „არგონავტები“ (კლასის ხელმძღვანელი - ნონა მაჭარაძე)
პაექრობა მეტად საინტერესო და დაძაბული იყო. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს.
I ადგილი დაიკავა V კლასის გუნდმა - „არგონავტები“;
II ადგილი დაიკავა III კლასის გუნდმა - „ლომები“;
III ადგილი გაინაწილეს III კლასის გუნდმა - „არწივები“ და IV კლასის გუნდმა - „შევარდენი“.
შიდასასკოლო ჩემპიონატს ხელმძღვანელობდა ისტორიის მასწავლებელი ჟანა ბარამია.
სკოლა წარმატებებს უსურვებს მონაწილეებს შემდგომ ეტაპზე.
იხილეთ ფოტოები: