რიყეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანის სწავლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდნენ
23-10-2024

მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გამდიდრებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, პირველკლასელები საზეიმოდ შეხვდნენ „ანბანის შემობრძანებას“,  პირველი ასო-ბგერების შესწავლას სიხარულით შეეგებნენ და კლასიც შესაბამისად გააფორმეს. 

მოსწავლეები დიდი ინტერესით შეუდგნენ ქართული ანბანის შესწავლას, მონაწილეობა მიიღეს საინტერესო საკლასო აქტივობებში და დღე შემეცნებითად და მხიარულად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების განწყობაზე ზრუნვას და მათ ინტერესებს მორგებული გაკვეთილების შეთავაზებას. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3; ვიდეო 4; ვიდეო 5; ვიდეო 6; ვიდეო 7; ვიდეო 8; ვიდეო 9.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203