დიდი დმანისის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები ქართულ ენასა და ლიტერატურას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ 
23-10-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებს სთავაზობენ.

ამის ნათელი მაგალითია VIII  კლასში ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო გაკვეთილი. 

მოსწავლეებმა, მასწავლებლის გიული მანთაშაშვილის დახმარებით, ჩაატარეს კვლევის სპეციფიკური მეთოდი - „ინტერვიუ“. 

აღსანიშნავია, რომ ეს აქტივობა საგნის პროგრამით იყო გათვალისწინებული.

მოსწავლეებს რესპოდენტებმა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება დიალოგის ფორმით, კითხვა - პასუხის რეჟიმში, გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203