ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახვითი ხელოვნების გალერეას სტუმრობდნენ  
23-10-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და ცოდნას ზრუნავენ მათ კულტურულ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებაზე. 

22 ოქტომბერს, მეორე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ეთერ გოგელიძის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მხატვარ ზურაბ მგელიაშვილის პერსონალური გამოფენა, რომელიც მიეძღვნა მხატვრის 75 წლის იუბილეს.

შთამბეჭდავი დღის ბოლოს, მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და შინ, ემოციებით აღსავსენი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203