სენაკის N7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები კახეთში სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოინახულეს: დავით გარეჯი, ბოდბე, სიღნაღი, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი, ილიას ტბა, გრემი, ალავერდი, შუამთა და წინანდალი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, წინანდალში წარადგინეს პრეზენტაცია, დიდი პოეტის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და წაიკითხეს ლექსი - „სიყვარულო ძალსა შენსა“.
ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ: კლასის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დალი ტყებუჩავა, მუსიკის მასწავლებელი ლია ნარსია და მოსწავლეთა მშობლები.
როგორც სკოლაში აფასებენ, ექსკურსია საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: