კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საკლასო აქტივობებით ანებივრებენ და მათ დიდი ინტერესსაც იწვევენ.
ამჯერად, მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შექმნეს, ნახევარსფეროების ფიზიკური რუკის შემცირებული ფორმა.
პატარებმა გამოიყენეს ფერადი ფურცლები და პლასტელინი, სიამოვნებით იმუშავეს დავალებაზე და საინტერესო რესურსებიც შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის ცნობიერების ამაღლება ფიზიკური რუკის ფორმებთან დაკავშირებით, მათთვის ვიზუალური აღქმის განვითარება.
იხილეთ ფოტოები: