გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მოსწავლეთა მამოტივირებელი ღონისძიებებითაა გაჯერებული.
ამჯერად, პატარებმა - მე-2, მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობაზე იმუშავეს. მათ გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით, სხვადასხვა ნამუშევარი შექმნეს, რომლებიც შემდეგ გააფორმეს და შეინახეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს ნამუშევრები ერთმანეთს წარუდგინეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტო: