სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების საწინდარი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში კარგად იციან, ამიტომ მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ და ახალისებენ ბაშვების ჩართულობას სხვადასხვა ოლიმპიადასა და შეჯიბრებაში.
სკოლა სასკოლო სპორტული ოლიმპიადას აქტიურად შეუერთდა. მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვეს.
მოსწავლეთა პედაგოგი ალექსანდრე შამათავა გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ შემდეგ ტურში წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებები ჩვენს გუნდს რეგიონალურ ეტაპზე!“-სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: