ტყიბულის N5 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იქ პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, საგანში - ბუნებისმეტყველება, IV კლასის მოსწავლეებმა ცდა ჩაატარეს. მათი საგაკვეთილი თემა „წყალი“ იყო. ცდის შედეგად კი, მოსწავლეებმა შეძლეს, კალიუმის პერმანგანატის საშუალებით, დაედგინათ რომელ ჭურჭელში იყო სუფთა წყალი.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში თითოეული მათგანი უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მოსწავლეებს სკოლაში დიდ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: