თბილისის N104 სკოლის მოსწავლეები - გიორგი მანუკიანი და  ერვანდ ეგიზარიანი წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
23-10-2024

თბილისის N104 საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს - გიორგი მანუკიანსა და  ერვანდ ეგიზარიანს,  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამის -  „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში,  პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

„წარჩინებულ მოსწავლეებს, გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოს! ეს არის თქვენი შრომისა და  მიღწევების შედეგი. იმედი გვაქვს, რომ ეს წარმატება იქნება  თქვენი სამომავლო მიღწევების დასაწყისი და შთაგაგონებთ კიდევ უფრო დიდი მიზნების მისაღწევად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203