მერევის საჯარო სკოლა სახალხო დღესასწაულზე საინტერესო სტენდით წარდგა 
23-10-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვება. 

ამჯერად, ისინი „ჭიათურიბა 2024-ში“ მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონიათ, თუმცა ხელოვანი პედაგოგების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ღონისძიებაზე ხელნაკეთი ნივთებით წარსდგნენ.

მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნახატები, ხელნაკეთი საყურეები, სამაჯურები და სხვა ნივთები. აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოების მიზანი მხოლოდ მათი გამოფენა იყო, თუმცა დიდი მოწონების გამო, ზოგიერთი მათგანი სიმბოლურ ფასად გაიყიდა. 

„სკოლა ჭიათურობაში პირველად მონაწილეობდა. დიდი მოწონება დაიმსახურა „კაცხის სვეტის" მაკეტმა როგორც მოსახლეობის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. აღსანიშნავია, საქართველოს რუკა, რომელიც თითქმის ყველა მარცვლეულითაა შექმნილი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203