ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა” შიდასასკოლო ტური ჩატარდა. თამაშში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. თითოეული გუნდი 5 მონაწილისგან შედგებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები თამაშის დროს, გუნდურად იღებდნენ გადაწყვეტილებას და ყველა მონაწილის აზრს ითვალისწინებდნენ.
თამაშში დაწინაურდა მე-10 კლასი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა
სკოლაში მეორე ეტაპზე გადასულ გუნდს წარმატებას უსურვებენ, სკოლის პედაგოგებს კი აქტიურობისა და ჩართულობისათვის მადლობას უხდიან.