სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი ინტერესით დაიწყეს.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად კლასში „დედაენის ზეიმი“ გაიმართა. თემატურ აქტივობებში პატარები, პედაგოგის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მათ განწყობა შესაბამისად მორთულმა საკლასო ოთახმა კიდევ უფრო აამაღლა და პირველკლასელებმა „ანბანეთში“ სიხარულით შეაბიჯეს.
იხილეთ ვიდეო: