ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებისკენ. შესაბამისად პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსას და საგანბანათლებლო ღონისძიებაში.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
მოსწავლეები ინტელექტუალურ პაექრობაში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მათ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: