იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანა კალანდაძე და ნიკოლოზ ცინცაძე საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
23-10-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ანა კალანდაძეს და ნიკოლოზ ცინცაძეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება, მათ პედაგოგებს კი შრომის დაფასებას ულოცავენ. 

„ჩვენი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს: ანა კალანდაძეს და ნიკოლოზ ცინცაძეს ვულოცავთ ღირსეულ საჩუქარს. თქვენ ამას იმსახურებთ.

ასევე, ვულოცავ ყველა პედაგოგს. დიდია თქვენი წვლილი ჩვენი ბავშვების წარმატებაში. კიდევ მრავალი თაობა აღგეზარდოთ სკოლის სასახელოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203