თბილისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-4ბ კლასმა „ოქროსფერი შემოდგომა“ იზეიმა. მოსწავლეებმა წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ვრცლად ისაუბრეს, საკუთარი აზრი გამოთქვეს და ცოდნა გამოავლინეს.
ისინი თემატურ აქტივობებში, დამრიგებლის, პედაგოგ სოფიო ასლამაზიშვილის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ კლასში უხვად იყო შემოდგომის ნობათი. მოსწავლეთა განწყობას კი, თემატურად, შემოდგომის ფოთლებით, მორთული საკლასო გარემო ამაღლებდა. დღემ ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: