თბილისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, შემოქმედებით და კრეატიულ Iა და Iბ კლასებში, საინტერესო და სახალისო მათემატიკის გაკვეთილი ჩატარდა, რაშიც მოსწავლეები დიდი შემართებით მონაწილეობდნენ.
გაკვეთილს პედაგოგი ნ. ყურმაშვილი ხელმძღვანელობდა.
პედაგოგის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებზე იმუშავეს, გამოავლინეს მათი ცოდნა და შემოქმედებითი უნარები.
იხილეთ ვიდეო: