„ფერების ბორბალი“ - მესამეკლასელთა საინტერესო ექსპერიმენტი თბილისის N36 საჯარო სკოლაში  
23-10-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საგაკვეთილო პროცესი შესთავაზონ და მათი დაინტერესება გამოიწვიონ. 

ამჯერად, მე-3 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა საგან ხელოვნებაში, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს და ფერების ბორბალი დაატრიალეს. 

მოსწავლეებმა ნახეს, რომ თუ ფერების ბორბალს სწრაფად დაატრიალებენ, წარმოიქმნება ფერების შერწყმის ეფექტი, ხოლო მაშინ, როცა დისკზე ფერები (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და იისფერი) სწრაფად ტრიალებს, ის საბოლოოდ თეთრად ჩანს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი ნანი ჯამბაზიშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203