გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნვენ.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი გასვლითი ექსკურსია მოეწყო. მის ფარგლებში, მოსწავლეები სერიალის გადაღების სპეციფიკას გაეცნენ და ქართული სერიალის - „სიყვარულს მიღმა“ ეპიზოდში გამოჩდნენ.
გადაღების შემდეგ, მათ თბილისის ზღვაზე შთამბეჭდავი ისტორიული მონუმენტი მონახულეს. შემდეგ კი ჯვრის მონასტერში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები სკოლაში დადებითი ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
გასვლითი აქტივობის შესახებ ინფორმაციას ამავე სკოლის პედაგოგი გვიზიარებს.
„სერიალის სცენარისტი და უზომოდ კეთილი ადამიანი, ქეთი ელიეშვილი დაგვეხმარა ბავშვებისთვის ამ საინტერესო დღის მოწყობაში. ბოლოს, მძღოლობაც მოვსინჯეთ კვადროციკლებზე. მიუხედავად ქარიანი დღისა, თითოეული მოსწავლე ემოციებით ისე დაიმუხტა, სიყვარულსა და სითბოს ასხივებდნენ.
მე, როგორც მასწავლებელი მათი თანხლებისას ვიყავი უზომოდ ბედნიერი. მადლობა მათ მშობლებს, გვერდში დგომისთვის. მადლობა დამრიგებელს, მადლობა სკოლას ინიციატივების მხარდაჭერისთვის და მადლობა სკოლის მენეჯერს - ყველა საჭირო ადმინისტრაციული საქმის მოგვარებისთვის (ტრანსპორტის მოძიება ამ ექსკურსიების სეზონისას ურთულესი საკითხია)“,- წერს მასწავლებელი.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: