თბილისის N166 საჯარო სკოლის მოტივირებული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებში ერთვებიან.
ახლახან, მე-10გ კლასის მოსწავლეები პოეტ ერეკლე საღლიანთან გამართულ შეხვედრას დასწრნენ. მეათეკლასელებმა პოეტს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრსა და თბილისის საჯარო სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო.
იხილეთ ფოტოები: