ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
„ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს.
თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკურ და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.
შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა სამივე საფეხურზე:
1. საფეხური - მე-3, მე-5 კლასები (7 ჯგუფი);
2. საფეხური - მე-6 მე-8 კლასები (6 ჯგუფი);
3. საფეხური - მე-9, მე-12 კლასები (5 ჯგუფი) ;
პირველადგილოსანმა გუნდებმა - „ფეოლა“ (გუნდის კაპიტანი - დამიანე ლოლუა), „იმერლები“ (გუნდის კაპიტანი - მარიამ აფრიდონიძე) და „ქვაბიკარი“ (გუნდის კაპიტანი - ჯემალ ჭარხალაშვილი) მოიპოვეს სკოლის ჩემპიონის ტიტულები.
გამარჯვებულებს Brains-ისგან გადაეცემა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები.
ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭათ „ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, რომელიც ჩატარდება საქალაქო მასშტაბით.
იხილეთ ფოტოები: