ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო და ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
18 ოქტომბერს, მე-5 კლასში დაიწყო ინტეგრირებული პროექტი - „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“.
პროექტს ხელმძღვანელობენ პედაგოგები - ნინო ზირაქაძე და ლია ტყემალაძე. მათი თქმით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაიაზრებენ და დაინახავენ საკუთარ როლს გარემოს დაცვაში, ნარჩენების გონივრულად მართვასა და მათ გამოყენებაში. დაამზადებენ მეორადი არატრადიციული მასალისაგან სხვადასხვა ნივთებს.
ახლახანმ კი მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტერაქტიული მინი-ლექცია თემაზე - „ნაგავი თუ ნარჩენი“.
იხილეთ ფოტოები: