თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის ორგანიზმის რეაქციის სისწრაფე საინტერესო კვლევით გაზომეს 
24-10-2024

თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და სახალისოა, მრავალფეროვანი აქტივობების დახმარებით იკვლევენ, ახალ ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ და ვითარდებიან. 

4 და 8 ოქტომბერს. მე-9 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა.

კვლევის მიზანი იყო ადამიანის ორგანიზმის რეაქციის სისწრაფის გაზომვის დადგენა და სხვადასხვა  ფაქტორების მოქმედების გავლენა რეაქციის სისწრაფეზე.

მოსწავლეები მუშაობდნენ წყვილებში, აკვირდებოდნენ, ავსებდნენ ცხრილებს, არღიცხავდნენ ცვლილებებს, რომელიც შენიშნეს ყურადღების გამფანტავი ფაქტორის გარეშე და ყურადღების გამფანტავი ფაქტორის გამოყენების შემთხვევაში. მიღებული შედეგები მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს. 

შემდეგ კი კვლევის ანგარიში პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს და დადგინეს, რა მნიშვნელობა აქვს გამოყენებულ კვლევით მიდგომას გამღიზიანებელზე, რაში მდგომარეობს ნერვული სისტემის აგებულებისა და ფუნქციის თავისებურება, იმსჯელეს თავის ტვინის მუშაობის სპეციფიკურობაზე. ბოლოს კი გამოთქვეს მოსაზრება, თუ როგორ გამოიყენებენ შეძენილ  ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სასწავლო პროცესს პედაგოგი მარინა კაპანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერეო და მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203