ნოქალაქევის საჯარო სკოლის  პირველკლასელებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
23-10-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის I კლასში საზეიმოდ ჩატარდა პირველი საანბანო გაკვეთილი - „აი ია“.

ზეიმს სკოლის დირექტორი ნანა ჯგერენაია და დირექტორის მოადგილე ციალა გოგოლი ესწრებოდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა, ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი შემართებით, თამამად შეაბიჯეს და ეზიარნენ ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას. დღეიდან დაიწყეს მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში. ისინი გაბრწყინებული თვალებით შეეგებნენ ანბანის „შემობრძანებას“.

ქართული ენის მასწავლებელმა - ნინო ხუხუნმა, მრავალფეროვანი სახალისო აქტივობებით შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქა პირველკლასელებს. 

პირველი საანბანო გაკვეთილი აღსაზრდელების მიერ შესრულებული სიმღერით - „აი ია“ დასრულდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203