თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილები შესთავაზონ და მათ აქტიურობა გამოიწვიონ.
სკოლაში იაზრებენ, რომ ინტერაქცია მოსწავლეთა მოტივირებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, თავდაჯერებულობის ზრდას უწყობს ხელს. ცოდნა, უნარების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ამას კი, გზას უხსნის ნაკლებად კონტროლირებადი, თავისუფალი აქტივობების განხორციელება.
სწორედ ასეთი გაკვეთილი ჩატარდა 9 ოქტომბერს მე-74 კლასში.
მოსწავლეებს თვითგამოხატვის კარგი საშუალება მიეცათ, მათ მასწავლებელთან ერთად გაითამაშეს გაკვეთილის თემის ერთი ნაწილი.
პედაგოგის შეფასებით, მოსწავლეთა უმრავლესობამ არაჩვეულებრივად გაართვა თავი დავალებას. ამაღლდა მოტივაცია, კეთილგანწყობა, თანამშრომლობის სურვილი, მოხდა აქტივობების პერსონალიზაცია. გამოვლინდა ახალი უნარები
ENGLISH IS REAL FUN - ასეთი იყო გზავნილი გაკვეთილიდან, რომელსაც პედაგოგი ნანა რუხაია ხელმძღვანელობდა.