მუსხის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
23-10-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. 

თამაშში, საფეხურების მიხედვით, მე-3 - მე-11 კლასების მოსწავლეები, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს, იაქტიურეს და წარმატებას მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური ღონისძიების შედეგად, გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც მომდევნო ტურებში მონაწილეობისათვის ემზადებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203