დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში დებატების კლუბი წარმატებით ფუნქციონირებს, მას ინგლისური ენის მასწავლებელი ჯუნა ნატროშვილი უძღვება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მის მუშაობაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ. შედეგად კი, მათ კრიტიკულად აზროვნების უნარი უვითარდებათ.
„მოსწავლეები სწავლობენ აზრის სწორად და მკაფიოდ ჩამოყალიბებას, ურიერთპატივისცემას, სხვისი აზრის დაფასებას. ეს უნარები მათ სხვადასხვა საგნების შესწავლაში ეხმარება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: