ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ერთ-ერთი მათგანი მე-2 კლასის მოსწავლე ანდრია ადეიშვილი გახლდათ. ის ჭადრაკში, გურიის 29-ე რეგიონალური ჩემპიონატში მონაწილეობდა. მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა და ღირსეულად იასპარეზა.
სასიხარულო ფაქტია, რომ ანდრია ადეიშვილმა 8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, პირველი ადგილი დაიკავა. მისი მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი გახლავთ.
„წარმატებები ჩვენს საამაყო ბიჭს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: