ქობულეთის N5 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის სამი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ნინო ტორჩინავა, დავით გაზაშვილი და გიორგი ჯაფარიძე პერსონალური კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლის დირექცია, თანაკლასელები, მეგობრები ულოცავენ ნინო ტორჩინავას, დავით გაზაშვილსა და გიორგი ჯაფარიძეს და უსურვებენ წარმატებებს მომავალ სასკოლო ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: