ხაშურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სახალისო აქტივობებით გაჯერებული პირველი საანბანო გაკვეთილი 
23-10-2024

ხაშურის N7 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი შემართებით დაიწყეს. 

მათ ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში, პედაგოგ ლამზირა ხახიშვილთან ერთად, ხალისითა და ინტერესით „შეაბიჯეს“. ისინი პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ყველაზე პატარების - პირველკლასელების განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე კი პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

„ცოდნის მწვერვალებისკენ მიმავალ გზებს დაგილოცავთ, ჩვენო პატარებო“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203