ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ინიციატივებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამის ნათელი მაგალითია 1-ელგ კლასში ჩატარებული ზეიმი, რომელიც ანბანის „შემობრძანებას“ მიეძღვნა.
მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ნინელი მდინარაძის ხელმძღვანელობით, ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს და დიდი ინტერესითა და შემართებით შეუდგნენ პირველი ასო-ბგერების სწავლას.
კლასი საზეიმოდ, იყო მორთული, მოსწავლეები კი, სიხარულით მონაწილეობდნენ აქტივობებში - ასეთი იყო პატარების პირველი შეხვედრა ანბანთან.
იხილეთ ფოტოები: