ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოტივირებული პედაგოგები მუშაობენ.
ერთ-ერთი მათგანი ქიმიისა და ხელოვნების მასწავლებელი ირინა სოსელია გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.
ახლახან, ზუგდიდის მერმა - მამუკა წოწერიამ წარმატებულ პედაგოგებს, მათ შორის, ირინა სოსელიას, სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ირინა სოსელია აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ის „ათინათის“ პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“, ფარგლებში, წლებია „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების“ კლუბ „ევრიკას" ხელმძღვანელობს. მისი თაოსნობით, სკოლაში უამრავი საკლუბო ინიციატივა, საქველმოქმედო და მოხალისეობრივი აქციები განხორციელდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნებოდა.
სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ და წინსვლას უსურვებენ.
„პედაგოგი 2019 წელს, ასოციაცია „ათინათმა“ დაასახელა, როგორც „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების“ კლუბის წლის საუკეთესო ლიდერი და დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით. ირინა სოსელია 2017 წლიდან, აქტიურადაა ჩართული eTwinning-ის საერთაშორისო პროექტებში. მან განახორციელა 20 საერთაშორისო პროექტი და ოცივე პროექტში მიღებული აქვს ევროპული ხარისხის ნიშანი, ხოლო სკოლას 2023 წელს eTwinning-თან წარმატებული თანამშრომლობისათვის გადაეცა ვარსკვლავი.
ქალბატონ ირინას გააჩნია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ფლობს სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს, ნერგავს ინოვაციებს, არის აქტიური პედაგოგი. ქალბატონ ირინას მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: