ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახალხან, სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ერთ-ერთი პირველი კომპლექსური დავალება ხალისითა და ინტერესით შეასრულეს. დავალების თამა გახლდათ - „გზა სახლიდან სკოლამდე“, რომლის ფარგლებშიც მშობლებთან და მასწავლებელთან ერთად დაამზადეს მინი მაკეტები. პატარებმა სკოლაში კომპლექსური დავალების პრეზენტაციაც გამართეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლაში მოსწავლეთა მონდომება ახარებთ და კვლავ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: