გუბისწყლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
23-10-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

1-ელ კლასში, დამრიგებელმა - მაკა ჯიქიძემ საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ანბანის შემობრძანება ჯადოსნურ სამყაროში“ ჩაატარა. 

„ამ დღეს პატარების კლასში „შემობრძანდა“ ქართული ანბანი, თავისი 33 ასო-ბგერით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პირველკლასელებმა ხოტბა შეასხეს „დედაენას“ და მის შემოქმედს - იაკობ გოგებაშვილს. მათ ასევე, გაიხსენეს ლექსები „დედაენაზე“, „ლუჯთვალა იაზე“ და ყურადღებით უყურეს საბავშვო მულტფილმს - „ბომბორა“.

გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, რამაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეებს ეს შთამბეჭდავი დღე მიულოცა სკოლის დირექტორმა - ნინო ჯოჯუამ და წარმატებები, წინსვლა უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203