ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - თორნიკე სალუქვაძესა და ლუკა კვირკველიას წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერები გადაეცათ
23-10-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ. 

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება 20 ოქტომბერს დაბა ურეკის კულტურის სახლში გაიმართა. 

საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის ნიგვზიანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს - თორნიკე სალუქვაძესა და ლუკა კვირკველიას სახელმწიფოსგან კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.

„ვულოცავთ, თითოეულ მათგანს, მიღებულ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მათ!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203