ნიგვზიანის საჯარო სკოლის პედაგოგ ლიანა ვადაჭკორიას წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა 
23-10-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა განათლებაზე პროფესიონალი, ღირსეული და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგები ზრუნავენ. 

18 ოქტომბერს, ლანჩხუთის კულტურის სახლში წლის საუკეთესო მასწავლებელთა რაიონული დაჯილდოება გაიმართა. 

ნიგვზიანის საჯარო სკოლიდან კი, წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება,  ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, ლიანა ვადაჭკორიამ მოიპოვა. 

„კარგი მასწავლებელი სანთელს ჰგავს - ის საკუთარი თავის შემოქმედებითი წვით, სხვებს უნათებს გზას“, - ამ სიტყვებით სკოლაში აღნიშნავენ, რომ პედაგოგმა მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების ინდივიდუალური ქარგითა და ხელწერით, მრავალ მოსწავლეში აანთო ცოდნის ჩირაღდანი. 

„ის ჩვენი სკოლის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება, ღონისძიება, თუ  სასკოლო აქტივობის განხორციელება უკავშირდება.  ვულოცავთ, ლიანა მასწავლებელს  ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლის დამსახურებულ აღიარებას.

კვლავ დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ იმ ძვირფას პროფესიაში, რომელსაც მასწავლებლობა ჰქვია!“, - ასე ულოცავენ პედაგოგს დამსახურებულ ჯილდოს და პროფესიულ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203