ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონფერენციასა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი, პედაგოგ მაყვალა ვარდოსანიძის ხელმძღვანელობით, სამეცნიერო პიკნიკს სტუმრობდნენ.
სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერება სახალისოა“ „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალების“ ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა.
ღონისძიებაზე წარდგენილი იყო საინტერესო ექსპერიმენტები და გამოფენები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია. ასევე სახალისო ფორმით წარმოჩენილი იყო თანამედროვე მეცნიერების მიღწევები.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღივსნენ.
იხილეთ ფოტოები: