ჯუმის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად იქცა 
23-10-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგებმა მოსწავლეებს ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია.

პირველ კლასში, რომლის დამრიგებელი ეკა ჯიქია გახლავთ, „ანბანის შებრძანებასთან“ დაკავშირებით, სიანტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა.

„პირველი კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საოცრად საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიება ჩაატარეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ქეთევან ქირიამ სხვადასხვა სახის აქტივობითა და რესურსით  შეძლო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მათი ჩართულობის გაზრდა საგაკვეთილო პროცესში. 

სკოლის დირექცია, მადლობა უხდის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს საინტერესო, სახალისო და შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203