ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ და საგანმანათლებლო აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ მორიგი შეხვედრა ჩატარდა.
აღნიშნულ თამაშში მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები მონაწილეობდნენ. მათ გამოავლინეს შესაძლებლობები და ცოდნა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც შემდეგ საფეხურზე გააგრძელებს ასპარეზობას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თამაში წარმატებით დასრულდა.
სკოლაში, თითოეულ მოსწავლეს ასეთი აქტიურობისთვის მადლობას უხდიან და წარმატებულ, საინტერესო თამაშს უსურვებენ მათ რაიონულ ტურში.
იხილეთ ფოტოები: