ბოსლევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელ ბონდო ჩაფიძეს სპორტულ წარმატებას ულოცავენ 
24-10-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია. 

სკოლის დირექცია მე-12 კლასელის - ბონდო ჩაფიძის სპორტულ წარმატებას გვიზიარებს. 

ბონდო ჩაფიძემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის მე-12 კლასელს, ბონდო ჩაფიძეს, ვულოცავთ გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირში პირველი ადგილის მოპოვებას და ვუსურვებთ წარმატებასა და ნათელ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203