ბოსლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
24-10-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში თემატური აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად კი, სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ნიადაგი მოამზადეს და მცენარეები დარგეს. 

აქტივობაში თითოეული მათგანი დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცნობიერება აიმაღლეს. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203