ტემპერატურის კლებასთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გათბობის საკითხი აქტუალური თემა ხდება. როდის ჩაირთვება გათბობა? - ამ მარადიულ კითხვაზე პასუხი თითქმის ყველა მშობელსა და მოსწავლეს აწუხებს, ყოველ შემთხვევაში იქამადე მაინც, სანამ სკოლაში აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება.
როგორც ცნობილია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გათბობის ჩართვის შესახებ ერთიანი რეგულაცია არ არსებობს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სკოლის ხელმძღვანელობა დამოუკიდებლად იღებს. რაც თავის მხრივ გარემოპირობებსა და ამინდის ტემპერატურაზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი სოფლის სკოლების უმეტესობაში უკვე დაიწყეს შენობების გათბობა. უნდა იტქვას ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გათბობის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მათ შორის სკოლების ნაწილი დღემდე შეშის ღუმლით თბება.