საბავშვო ბაღებში სტუდენტებმა პრაქტიკა უნდა გაიარონ
01-11-2024

დამტკიცდა სკოლამდელი განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, სადაც საუბარია, რომ სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამის სწავლების, სწავლისა და შეფასების მეთოდები უნდა იყოს დოკუმენტირებული, მრავალფეროვანი და ეფუძნებოდეს სწავლის უნივერსალური დიზაინისა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს.

სწავლებისა და შეფასების მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს საგანმანათლებლო პროგრამის ზოგად მიზნებს, სწავლის შედეგებსა და კონკრეტული კურსის შინაარსობრივ და სტრუქტურულ სპეციფიკას. სკოლამდელი განათლების პროგრამების ფარგლებში სწავლებისა და სწავლის მეთოდები შესაძლებელია მოიცავდეს:

სემინარს; პრაქტიკული საქმიანობა; ლექცია; ინდივიდუალური (დამოუკიდებელი) მუშაობა; მცირე ჯგუფებში მუშაობა; კონსულტაცია; სიმულაცია; დემონსტრირება/პრეზენტაცია; სკოლამდელი ლაბორატორია; ჯგუფური და ინდივიდუალური ქოუჩინგი; სიტუაციის მოდელირება და როლური თამაშები; შემთხვევის (ქეისების) შესწავლა; პროფესიული პრაქტიკა; პროექტზე დაფუძნებული სამუშაო; და სხვა.

სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სკოლამდელი განათლების პროგრამების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პროფესიული პრაქტიკა, რომელიც მოიაზრებს პროგრამის მიმდინარეობასთან ერთად მზარდი პასუხისმგებლობით ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში პრაქტიკულ მუშაობას. დამატებით, სტუდენტების სპეციფიკური ინტერესებიდან გამომდინარე პრაქტიკის ორგანიზება შესაძლებელია სხვა თემატურად დაკავშირებულ გარემოში (მაგალითად, ადრეული ინტერვენციის სერვისები, მუზეუმები, საბავშვო ბიბლიოთეკები და სხვ.). 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203