აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას. ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
წელს, 1924 წლის აჯანყებიდან 100 წელი გავიდა, ამ თემაზე კი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ მოაწყო საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „საქართველოსთვის ქედმოუხრელი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი“.
აღსანიშნავია, რომ კათედრის უფროსმა მასწავლებელმა - აკაკი რუხაძემ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა 1924 წლის აჯანყებაზე, ქაქუცასა და შეფიცულებზე და მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინა სიუჟეტურად შეკრული, კომპოზიციურად დალაგებული აჯანყების მიზეზები, შედეგები და შეფასებები.
თანამედროვე ეპოქალურ-ისტორიული ექსკურსი გააკეთა მაია ფეიქრიშვილმა. მან ხაზი გაუსვა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ღირსეულად საქართველოს დამკვიდრებას ევროპაში, რაც უნდა გახდეს საფუძველი საქართველოს გამთლიანებისა.
„აი, მაშინ ექნება ქაქუცას, შეფიცული მისი ძმების და სხვა მრავალ ქართველ გმირთა თავგანწირვას აზრი...მშვიდობით და ღირსებით ევროპაში! მადლობა ჩვენს მოსწავლეს თემურ ჯღარკავას, რომელმაც დახატა ქაქუცას - ეროვნული გმირის სურათი და უსახსოვრა სკოლას. დიდება გმირებს“, - აღინიშნა პრეზენტაციაზე.
იხილეთ ფოტოები: