ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით და ამასთანავე მხიარულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ახლახან, სკოლაში განსხვავებული, ინტეგრირებული კლასის საათი ჩატარდა თემაზე - „ყვითელი ფოთლები“.
ინტეგრირებული გაკვეთილი აერთიანებდა I, II, III და IV კლასებს. კლასების ხელმძღვანელები - მაკა მუჯირი და ქრისტინე ტონოიანი არიან.
მოსწავლეები ხალისითა და აქტიურად ჩაერთნენ ყველა აქტივობაში, მათთვის კლასის საათი მეტად საინტერესო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: