ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვით საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
ახლახან, ქართული ენის პედაგოგის დახმარებით კომპლექსური დავალების - „მე ვზრუნავ ბუნებაზე“, ფარგლებში მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებზე იმუშავეს.
ბავშვება სხვადასხვა მასალით ჩიტებს ბუდეები მოუმზადეს და სკოლის ეზოში ხეებზე დაკიდეს.
მოსწავლეები იაზრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია იზუნონ გარემოზე და ბუნებაში მცხოვრებ ცხოველებსა თუ ფრინველებზე.
იხილეთ ფოტოები: